სანტას გამოძახება ოფისში

საახალწლო ზეიმი სკოლებსა და ბაღებში - სანტას გამოძახება და შოუ-პროგრამები

სანტას გამოძახება საახალწლო ზეიმზე - დაგეგმეთ მარტივად! ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ბავშვები არა უბრალოდ ერთობიან, არამედ იჯერებენ ზღაპრის არსებობას. თქვენ კი გრჩებათ ლამაზი კადრები და მშვიდი დღესასწაული.

Wonder Way Georgia-ს გუნდი 2013 წლიდან ქმნის მაღალი ხარისხის საბავშვო გასართობ პროგრამებს და დღეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამოცდილ პარტნიორად ითვლება ბაღებისა და სკოლებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურად ორგანიზებულ საახალწლო პროგრამებს, სადაც მონაწილეობენ სანტა, ელფები, გამოცდილი წამყვანი ანიმატორები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები.

3 მთავარი უპირატესობა:

  • სრულად ორგანიზებული პროგრამები: სცენარი, მუსიკა და ინვენტარი ჩვენზეა – მასწავლებლები ისვენებენ.

  • ასაკზე მორგებული: ფსიქოლოგიურად გამართული პროგრამები ბაღისა და სკოლის ჯგუფებისთვის.

  • ოფიციალური თანამშრომლობა: ინვოისი, ხელშეკრულება და უნაღდო ანგარიშსწორება.

სანტას გამოძახება საახალწლო ზეიმზე

 
 

1. ექსპრეს ვიზიტი (Standard) სითბო და ტრადიცია იდეალურია ბაღის ჯგუფებისთვის ან მცირე კლასებისთვის, სადაც მთავარია სანტასთან უშუალო კონტაქტი და ფოტოები.

  • ფასი: 200 ლარი

  • ხანგრძლივობა: 1 საათი

  • წამყვანი: სანტა კლაუსი [დეტალურად იხილეთ ქვედა სექციაში]

2. საახალწლო თავგადასავალი (Premium) ჩვენი ბესტსელერი! აქტიური და მხიარული პროგრამა სკოლებისა და ბაღებისთვის. მეტი თამაში, მეტი ენერგია და პროფესიონალი ანიმატორების გუნდი.

  • ფასი: 400 ლარი

  • ხანგრძლივობა: 1 საათი

  • გუნდი: სანტა + ელფი/ანიმატორი [დეტალურად იხილეთ ქვედა სექციაში]

3. მეგა შოუ: ზამთრის ზღაპარი (MEGA) გრანდიოზული ზეიმისთვის სრული მასშტაბის ღონისძიება პერსონაჟების მთელი არმიით (4+ გმირი), დიჯეით, საჩუქრებითა და თეატრალური დადგმით.

  • ფასი: 800 ლარი

  • ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წთ

  • გუნდი: 4 პერსონაჟი + DJ + წამყვანი [დეტალურად იხილეთ ქვედა სექციაში]

🎅 სტანდარტული პაკეტი — ემოციური შეხვედრა სანტასთან

ეს არის პროგრამა, სადაც აქცენტი კეთდება არა ხმაურიან შოუზე, არამედ სანტასა და ბავშვებს შორის თბილ, უშუალო ურთიერთობაზე. იდეალურია ბაღის უმცროსი ჯგუფებისთვის.

რას შეიცავს პაკეტი?

  • ზღაპრული მისალმება: სანტას ეფექტური შემოსვლა.
  • „ფიფქების ბალეტი“:  მოძრაობითი თამაში.
  • ინტერაქცია: „სანტა ამბობს“ (ყურადღების თამაში) და ლექსების მოსმენა.
  • ჯადოსნური ზარი: ემოციური რიტუალი სურვილების ჩაფიქრებით.
  • სამახსოვრო ფოტოები: ინდივიდუალური და ჯგუფური ფოტოები სანტასთან.

სანტას გამოძახება საახალწლო ზეიმზე:

  1. ბიუჯეტურია, თუმცა ინარჩუნებს მაღალ ხარისხს.

  2. არ ტვირთავს ბავშვებს ზედმეტი ხმაურით.

  3. ქმნის მყუდრო საახალწლო ატმოსფეროს.

ფასი: 200 ₾ (1 საათი)

✨ პრემიუმ პაკეტი — ჯადოსნური პროგრამა აქტიური ბავშვებისთვის

თუ გსურთ, რომ ზეიმი იყოს უფრო დინამიური და მხიარული, ეს პაკეტი თქვენთვისაა. აქ სანტას ეხმარებიან პროფესიონალი ანიმატორები, რაც ქმნის ნამდვილ სადღესასწაულო მუხტს.

რას შეიცავს პაკეტი?

  • წამყვანი ანიმატორები: სანტა და მისი დამხმარე (ელფი/ანიმატორი), რომლებიც მართავენ აუდიტორიას.

  • გუნდური თამაშები: “ყინულის კოშკი”, “გუნდაობა”, “თოვლის კაცის აშენება”, “Freeze- მუსიკალური თამაში”, “ყინულის ბილიკი” და სხვა.

  • ელფების შოუს ბავშვებთან ერთად (ფლეშმობი) – ენერგიული, სახალისო და უსაფრთხო ქორეოგრაფიული მოძრაობები, რომელშიც
    ბავშვები აქტიურად ერთვებიან
    . 
  • მუსიკალური გაფორმება: სპეციალურად შერჩეული საახალწლო ჰიტები.

  • სანტას სიგელი – რომელიც ბავშვებს მატებს თავდაჯერებას, სიხარულს და განცდას, რომ მათი ძალისხმევა დაფასებულია. 
  • ემოციური ფინალი: ფოტოები და თბილი გამოსამშვიდობებელი სიტყვები.

რატომ შეესაბამება ეს თქვენს სკოლას/ბაღს?

  1. ენერგიულია: ბავშვები არ სხედან, ისინი მუდმივად მოძრაობენ და ერთობიან.

  2. მართვადი პროცესი: ორი მსახიობი უკეთ აკონტროლებს დიდ ჯგუფს (20-25 ბავშვი).

  3. 12 წლიანი ხარისხი: პროგრამა დახვეწილია წლების განმავლობაში.

ფასი: 400 ₾ (1 საათი)

🎄 მეგა პაკეტი – “ზამთრის ზღაპარი” – გრანდიოზული შოუ-პროგრამა სრული შემადგენლობით

ეს არის ჩვენი ყველაზე მასშტაბური და ეფექტური პროგრამა. სრული თეატრალიზებული წარმოდგენა, სადაც ბავშვები თავად ხდებიან ზღაპრის გმირები. რეკომენდებულია დიდი ზეიმებისთვის.

პროგრამის ექსკლუზიური შემადგენლობა:

  • 4 პერსონაჟი + DJ: სანტა, ელფი, ირემი, გნომი ელფი (გასაბერი მასკოტები) და პროფესიონალი წამყვანი ანიმატორი.

  • თეატრალური დადგმა: „დაკარგული ირმის ძიება“ – ინტერაქტიული სპექტაკლი.

  • Wonder თამაშები: “თოვლის თამაშები”, ყინულის კოშკი”, “სანტა ამბობოს”, “თოვლის კაცი”, “Freeze- მუსიკალური თამაში”, “პარაშუტი”, “ირმების შეჯიბრი”

  • 🎁 საჩუქრები ყველას: სპეციალური „სანტას BOX“ (ტკბილეული + გასაფერადებელი + სანტას წერილი) ყველა ბავშვს.

  • სანტას სიგელი –ბავშვებს მატებს თავდაჯერებას, სიხარულს და განცდას, რომ მათი ძალისხმევა დაფასებულია. 

  • ელფების შოუ: “მუსიკალური კოდი” პერსონალიზებული

როგორ მიმდინარეობს?

  1. შესავალი: DJ და წამყვანი ქმნიან განწყობას.

  2. შოუ: შემოდიან მასკოტები და იწყება თეატრალური ნაწილი.

  3. აქტივობა: გუნდური თამაშები რბილი ინვენტარით.

  4. კულმინაცია: სანტას შემოსვლა, საჩუქრების დარიგება და ფოტოსესია.

ფასი: 800 ₾ (1 სთ 30 წთ)

Q: შესაძლებელია თუ არა პროგრამის მორგება ჩვენს ბიუჯეტზე? A: დიახ, ჩვენ გვაქვს სამი განსხვავებული საფასო კატეგორია (200₾, 400₾, 800₾). დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში თქვენი ჯგუფის ზომის მიხედვით.

Q: რამდენად უსაფრთხოა გამოყენებული ინვენტარი? A: უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. განსაკუთრებით „მეგა პაკეტში“ გამოყენებული „თოვლის კუბიკები“ და სხვა რეკვიზიტები არის რბილი, მსუბუქი და სპეციალურად ბავშვებისთვის დამზადებული. თამაშები გამორიცხავს აგრესიას.

Q: როგორ ხდება გადახდა? სჭირდება თუ არა სკოლას წინასწარი მომზადება? A: გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით). სკოლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ სივრცის უზრუნველყოფა და დენის წყარო მუსიკალური აპარატურისთვის. დანარჩენზე ჩვენ ვზრუნავთ!

Q: რამდენ ხანში უნდა დავჯავშნოთ თარიღი? A: დეკემბრის თარიღები ძალიან სწრაფად ივსება. სასურველი დროის გარანტირებისთვის, გირჩევთ ჯავშანი გააკეთოთ მინიმუმ 1 კვირით ადრე. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ერთი დღით ადრე ჯავშნის მიღება და შესრულებაც შეგვიძლია.

ჩვენთან თანამშრომლობა მარტივი და კომფორტულია:

  1. დაგვიკავშირდით: შეავსეთ ფორმა საიტზე ან დაგვირეკეთ [574888847 | 574099909].

  2. დეტალების დაზუსტება: მენეჯერი შეგირჩევთ პაკეტს და დაგიჯავშნით დროს.

  3. მზადება: ჩვენი გუნდი მოვა ადგილზე ღონისძიებამდე 30 წუთით ადრე, რათა მოაწყოს სივრცე.

  4. ჯადოსნური ზეიმი: თქვენ უბრალოდ უნდა ისიამოვნოთ ბავშვების ბედნიერი სახეებითა და ემოციებით!

გარდა საახალწლო განწყობისა, თითოეულ ბავშვს გადაეცემა სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი. ვაუჩერი მოიცავს 20%-იან ფასდაკლებას დაბადების დღის შოუ-პროგრამაზე და 10%-იან ფასდაკლებას სანტას სახლში გამოძახებაზე. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია იანვრის ბოლომდე, მასზე მითითებული უნიკალური პრომო კოდით.

სანტას სახლში გამოძახება

კორპორატიული საახალწლო პროგრამა

საახალწლო დაბადების დღის შოუ