კორპორატიული ახალი წელი 2026 - სანტას გამოძახება ოფისებსა და კომპანიებში 🎅✨
შექმენით სადღესასწაულო განწყობა სამუშაო გარემოში – დაგეგმეთ მარტივად!
Wonder Way Georgia ქმნის თბილ, ინტერაქტიულ და პროფესიონალურად ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებს კომპანიებისთვის, ოფისებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის.
ჩვენი მიზანია, რუტინული სამუშაო დღე ვაქციოთ ჯადოსნურ საახალწლო მოგონებად, რომელიც თქვენს გუნდს მთელი წელი გაყვება. თანამშრომლები განიტვირთებიან და პოზიტიური ემოციებით აივსებიან, რაც პირდაპირ აისახება საერთო განწყობასა და მოტივაციაზე.
გთავაზობთ როგორც მცირე საოფისე ვიზიტებს, ისე მასშტაბურ კორპორატიულ ივენთებს: სანტას ჯგუფის ვიზიტი თქვენს ოფისში
თემატური სუპერგმირები და ზღაპრული პერსონაჟები
ღონისძიების წამყვანი
თქვენს სურვილებზე მორგებული სერვისი – Secret Santa–ს სრული ორგანიზება – საბავშვო ზონის მოწყობა და ა.შ.
ყველა პროგრამა ინდივიდუალურად ერგება კომპანიის მიზანს, აუდიტორიის ტიპს და ბრენდულ სტილს.
სტილი ყოველთვის რჩება საზეიმო, თბილი, ორგანიზებული და პროფესიონალური.
📌 შემდეგი ნაბიჯი – ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პაკეტებზე, კალენდარი და ჯავშნის ფორმა. რადგან კორპორატიული თარიღები შეზღუდულია, გირჩევთ, დროულად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო ან დაგვიკავშირდეთ დეტალების შესათანხმებლად.
„Office Express“ და „Corporate Show“ პაკეტებისთვის ჩვენ მოგვაქვს საკუთარი ხარისხიანი პორტატული დინამიკი. „Grand Party“-ს შემთხვევაში სასურველია ადგილზე იყოს აპარატურა, რომელსაც ჩვენი მიკროფონებით დავუკავშირდებით.
დეკემბრის გადატვირთული გრაფიკის გამო, თარიღის ცვლილება რთულია, თუმცა შესაძლებელი. გთხოვთ, მოგვმართოთ მინიმუმ 12 დღით ადრე და შევეცდებით გამოვძებნოთ ალტერნატიული დრო.
სტანდარტულად გჭირდებათ:
მცირე სცენის ან აქტივობის სივრცე
განათება
დენის წერტილი (თუ მუსიკა/აპარატურა გამოიყენება)
ბავშვების უსაფრთხო გადაადგილების ადგილი
პატარა ბექსტეიჯ/შემოსაცვლელი სივრცე
ყველა გარემოში ვმუშაობთ — ოფისი, სავაჭრო ცენტრი, ჰოლი, რესტორნები, სასტუმროები, event ჰოლები და სხვა.
პროგრამა გრძელდება 30–90 წუთი, შერჩეული ფორმატის მიხედვით.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დღის განმავლობაში რამდენიმე ბლოკი, ან სრული დღის განმავლობაში უწყვეტი ჩართულობა.
გუნდს შეუძლია ერთ დღეში რამდენიმე ჯგუფის, სხვადასხვა აუდიტორიის ან დიდ ნაკადთან მუშაობა (მაგ. mall-ები/სასტუმროები).
ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია WhatsApp–ით, ტელეფონით ან ონლაინ ფორმის შევსებით.
ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად.
გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ხელმისაწვდომია ხელშეკრულება, ოფიციალური დოკუმენტები და საჭირო კოორდინაცია.
ჩვენი პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ აუდიტორიამ იგრძნოს:
ნამდვილი საახალწლო სითბო
მშვიდი, თბილი და მხიარული ატმოსფერო
ინტერაქტიული გართობა
სანტას და ზღაპრული გმირების „ნამდვილობის“ ეფექტი
ბავშვებისთვის — ჯადოსნური ფანტაზია
თანამშრომლებთვის — პოზიტიური, გუნდური და ემოციური გამოცდილება
ღონისძიება, რომელიც საერთო ატომოსფეროს აუმჯობესებს და თანამშრომლებს ახარებს.
