საახალწლო პროგრამა ბაღებისა და სკოლებისთვის
Wonder Way Georgia-ს გუნდი 2013 წლიდან ქმნის მაღალი ხარისხის საბავშვო გასართობ პროგრამებს და დღეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამოცდილ პარტნიორად ითვლება ბაღებისა და სკოლებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურად ორგანიზებულ საახალწლო პროგრამებს, სადაც მონაწილეობენ სანტა, ელფები, გამოცდილი წამყვანი ანიმატორები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები.
ყველა მსახიობი მუშაობს ასაკზე მორგებული, მშვიდი და ორგანიზებული კომუნიკაციით, რაც ბავშვებს აძლევს თბილ, ემოციურ და ნამდვილად ზღაპრულ გამოცდილებას.
ჩვენი მომსახურება ყოველთვის ერგება მასწავლებლის მიზნებს, ჯგუფის ასაკსა და ჯგუფის დინამიკას.
👉 გაეცანით ქვემოთ მოცემულ კითხვა–პასუხის ბლოკს,
სადაც დეტალურად აღწერილია პროგრამის მიმდინარეობა, შესაძლებლობები და პროცედურები.
ან დაგვიკავშირდით პირდაპირ — მოხარულები ვიქნებით დაგეხმაროთ
დაგეგმვაში, კონსულტაციაში და თქვენი ჯგუფისთვის საუკეთესო საახალწლო გამოცდილების შექმნაში.
პროგრამის ხანგრძლივობა მორგებულია ასაკსა და მასწავლებლის მიზნებზე.
საშუალოდ გრძელდება 30-40 წუთი, თუმცა მოთხოვნის მიხედვით შესაძლებელია
დროის გაზრდაც და შემოკლებაც.
პაკეტში შედის:
სანტა
1 ან 2 ელფი
გამოცდილი წამყვანი ანიმატორი
მუსიკალური და ინტერაქტიული აქტივობები
საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი
სერტიფიკატები ბავშვებისთვის
სურვილის მიხედვით — Secret Santa ცერემონია
მასწავლებლის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია ცვლილება.
დღეში შეიძლება საშუალოდ 25 ჯგუფის მომსახურება.
ასევე გვაქვს 7 ჯგუფის პარალელური მომსახურების შესაძლებლობა,
რაც უზრუნველყოფს სწრაფ, დალაგებულ და უწყვეტ პროცესს.
დიახ.
მასწავლებლის მიზნების, ასაკობრივი ჯგუფის და დღის განრიგის მიხედვით
ვქმნით ინდივიდუალურად მორგებულ სცენარს, რომ თითოეულმა ბავშვმა
მიიღოს საუკეთესო გამოცდილება.
სივრცე პროგრამისთვის
ბავშვების სია (საჩუქრების სწორად გადაცემისთვის)
ზუსტად განსაზღვრული დრო / განრიგი
მასწავლებლის მიზნები ან განსაკუთრებული თხოვნები
ეს დაგვეხმარება პროგრამის კარგად გათვლასა და გამართულ ჩატარებაში.
დაჯავშნა შესაძლებელია სამი გზით:
WhatsApp–ით
სატელეფონო ზარით
ონლაინ ჯავშნის ფორმით — სადაც შეგიძლიათ მარტივად დატოვოთ განაცხადი,
რის შემდეგაც ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად.
გადახდა ხდება ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვით,
რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე, ოფიციალურ და კომფორტულ თანამშრომლობას.
