მსოფლიოს გარშემო 80 წამში: ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები და ქართული სუფრის ფენომენი

ახალი წელი და შობა — ეს გლობალური დღესასწაულია, მაგრამ მსოფლიოს თითოეული კუთხე მას თავისებურად, უნიკალური ემოციით ხვდება. სანამ ჩვენ საქართველოში გოზინაყს ვაბრტყელებთ, ზოგან სახლში ცოცხებს მალავენ, ზოგან კი ეკლესიაში გორგოლაჭებით მიდიან. ამ საახალწლო ტრადიციების მრავალფეროვნება იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ შეიძლება ზღაპარში გეგონოთ თავი.

შემოგვიერთდით მოგზაურობაში დედამიწის გარშემო – იაპონიიდან ნორვეგიამდე – და ბოლოს დავბრუნდეთ ჩვენს საყვარელ, ქაოსურ და გემრიელ საქართველოში.

1. ისლანდია: “წიგნების დიდი წყალდიდობა” (Jolabokaflod) 🇮🇸

დავიწყოთ ყველაზე მყუდრო ტრადიციით. ისლანდიაში შობას აქვს არაოფიციალური სახელი — Jolabokaflod, რაც “შობის წიგნების წყალდიდობას” ნიშნავს.

24 დეკემბრის ღამეს ისლანდიელები ერთმანეთს ახალ წიგნებს ჩუქნიან. ტრადიცია მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოდის, როცა ქაღალდი იაფი იყო, სხვა საჩუქრები კი – დეფიციტური. წარმოიდგინეთ: გარეთ ყინავს, შინ კი მთელი ოჯახი ბუხართან იკრიბება, იცვამენ თბილ პიჟამებს, სვამენ ცხელ შოკოლადს და სიჩუმეში კითხულობენ. ეს არის სიმშვიდის ზეიმი.

2. იაპონია: “კენტუკი” შობისთვის 🇯🇵

იაპონიაში შობა არ არის რელიგიური დღესასწაული, თუმცა მათ აქვთ უცნაური ტრადიცია: 1974 წლის გენიალური მარკეტინგული კამპანიის (“Kentucky for Christmas”) შედეგად, იაპონელები შობას KFC-ის შემწვარი ქათმებით ხვდებიან.

ეს ტრადიცია იმდენად პოპულარულია, რომ იაპონელები შეკვეთას თვეებით ადრე აკეთებენ, რათა შობის საღამოს რიგში დგომა არ მოუწიოთ. პოლკოვნიკი სანდერსის ქანდაკებებს კი რესტორნებთან სანტას ფორმებს აცმევენ.

3. უკრაინა: ობობის ქსელები ნაძვის ხეზე 🇺🇦

თუ ობობის გეშინიათ, უკრაინული ნაძვის ხე შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. აქ ნაძვის ხეს ხელოვნური ობობის ქსელებითა და ობობებით რთავენ.

ეს ტრადიცია ძველ ლეგენდას უკავშირდება: ღარიბ ქვრივს არ ჰქონდა ფული ნაძვის ხის მოსართავად. შობის დილას, როცა გაიღვიძა, ნახა, რომ ობობას ხე ლამაზად მოეაბლაბუდებინა, მზის სხივებზე კი ეს ქსელი ოქროსფრად და ვერცხლისფრად ბრწყინავდა. ამბობენ, რომ სწორედ აქედან გაჩნდა ნაძვის ხის „წვიმების“ (Mishura) იდეაც. უკრაინელებს სჯერათ, რომ ობობას სახლში ბედნიერება მოაქვს.

4. ესპანეთი: 12 ყურძნის მარათონი 🇪🇸

ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთავარი ამოცანა სისწრაფეა. ტრადიციის მიხედვით, როდესაც საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, თითოეულ დარტყმაზე თითო მარცვალი ყურძენი უნდა შეჭამო.

თუ მოასწრებ და 12-ვე მარცვალს გადაყლაპავ, სანამ ზარები შეწყვეტს რეკვას, მომდევნო 12 თვე იღბლიანი იქნება. ეს საკმაოდ სახალისო სანახაობაა, რადგან ხალხი პირგამოტენილი ცდილობს ერთმანეთს მიულოცოს ახალი წელი.

5. ვენესუელა: წირვაზე გორგოლაჭებით 🇻🇪

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში შობის დილას ხალხი ეკლესიისკენ მანქანით კი არა, გორგოლაჭებით მიემართება!

16-დან 24 დეკემბრამდე, დილის საათებში ქუჩები მანქანებისთვის იკეტება, რათა ოჯახებმა უსაფრთხოდ შეძლონ ეკლესიამდე გორგოლაჭებით მისვლა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე სპორტული და მხიარული გზა ლოცვაზე მისასვლელად.

6. ნორვეგია: დამალეთ ცოცხები! 🇳🇴

ნორვეგიელები ახალი წლის ღამეს სახლის დალაგებას ნამდვილად არ აპირებენ. პირიქით — ისინი ყველა ცოცხსა და იატაკის საწმენდ ჯოხს საგულდაგულოდ მალავენ.

ძველად სჯეროდათ, რომ შობის ღამეს ბოროტი სულები და ალქაჯები გამოდიოდნენ და ცოცხებს იპარავდნენ, რათა ცაში ეფრინათ. დღეს ეს სახალისო ტრადიციაა – თუ ნორვეგიელის სახლში ცოცხს ვერ იპოვით, იცოდეთ, რომ ის უსაფრთხო ადგილასაა გადამალული.

7. ავსტრალია: სანტა სერფინგის დაფაზე 🇦🇺

სანამ ჩვენთან თოვს (ან ვოცნებობთ, რომ მოთოვოს), ავსტრალიაში შობა ზაფხულის პიკზე მოდის.

აქ ვერ ნახავთ სანტას სქელ ქურქში – ის ხშირად საცურაო კოსტიუმშია და ირმების ნაცვლად, ტალღებზე სერფინგის დაფით მოქრის. ტრადიციული ვახშამი კი ხშირად სანაპიროზე, ბარბექიუთი (BBQ) აღინიშნება.


🇬🇪 ქართული საახალწლო ტრადიციები: “ჯერ სახლში და მერე ვნახოთ…”

და აი, დავბრუნდით სამშობლოში. ქართული ახალი წელი არ არის უბრალოდ თარიღი, ეს არის მთელი რიტუალი, სოციალური მარათონი და კულინარიული ხელოვნება.

დიასახლისის “ტკბილი ტყუილი”

ყოველი დეკემბრის შუა რიცხვებში ქართულ ოჯახებში ისმის დიასახლისების (დედების, ბებიების) სტანდარტული ფრაზა:

“წელს არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, დავიღალე. ალბათ, მზა კერძებს შევუკვეთავთ.”

თუმცა, 30 დეკემბერს გენიეტიკური კოდი იღვიძებს და იწყება 24-საათიანი რეჟიმი. სამზარეულო იქცევა ქარხნად, სადაც იქმნება “წმინდა ოთხეული”:

  1. საცივი.
  2. შემწვარი გოჭი.
  3. ფხლის ასორტი (ბადრიჯანი ნიგვზით, ისპანახი).
  4. ოლივიეს სალათი (რომლის გარეშეც ახალი წელი არ დგება).

და გვირგვინი — გოზინაყი. მისი მომზადება ნამდვილი რიტუალია: თაფლის დუღილი და ცხელი მასის გაბრტყელება და გოზინაყის მომზადება – ნიშნავს რომ ახალი წელი სუულ ახლოს არის.

“ჯერ სახლში…” — 00:00 საათის კანონი

31 დეკემბერს, მეგობრების კითხვაზე — “სად ხვდები ახალ წელს?” — არსებობს ერთი, უნივერსალური პასუხი: “ჯერ სახლში და მერე ვნახოთ.”

ეს ფრაზა ნიშნავს, რომ 00:00 საათზე, როდესაც “მრავალჟამიერი” გუგუნებს, ოჯახი აუცილებლად ერთად უნდა იყოს. მხოლოდ 12:30-ის შემდეგ იწყება “დიდი მიგრაცია” — მეგობრები დადიან ოჯახიდან ოჯახში მთელი ღამის განმავლობაში და ყველა დიასახლისის მომზადებულ საცივს აგემოვნებენ.

მეკვლე — ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა

ქართული ტრადიციების მთავარი მომენტი მეკვლეობაა. მეკვლე არის ადამიანი, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს. ძველად სჯეროდათ (და დღესაც გვჯერა), რომ სწორედ მეკვლეზეა დამოკიდებული ოჯახის ბედი მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

მეკვლეს ხელში უჭირავს ტკბილეული და ზღურბლზე გადმობიჯებისას ამბობს მაგიურ სიტყვებს:

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა.”


შექმენით ახალი ტრადიცია წელს

ქართული ახალი წელი სტუმართმოყვარეობისა და ურთიერთობების ზეიმია. თუმცა, ამ კულინარიულ ქაოსში და სუფრის სამზადისში არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი ადრესატები – ბავშვები.

სანამ უფროსები საცივზე და მეკვლეზე ზრუნავენ, ბავშვები სასწაულს ელოდებიან.

წარმოიდგინეთ: 31 დეკემბრის საღამოა, სახლში გოზინაყის სურნელია, სუფრა გაშლილია და უცებ… კარზე ზარია. მაგრამ ეს არ არის მორიგი მეზობელი ან მეკვლე – ეს ნამდვილი სანტა და ელფები არიან!

SantaVisit.ge გთავაზობთ, შემატოთ ქართულ ტრადიციულ ახალ წელს ევროპული ზღაპრის ელემენტები.

🎅 აჩუქეთ თქვენს შვილებს ემოცია, რომელიც საცივზე მეტად დაამახსოვრდებათ.

📞 დაგვიკავშირდით: +995 574888847

👉 [ნახეთ პაკეტები და ფასები]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *