საახალწლო ზეიმი სკოლაში: 7 კრეატიული იდეა, რომელიც ბავშვებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს
ახალი წელი ახლოვდება და მშობლების, მასწავლებლების ჩატებში ერთი და იგივე კითხვა ტრიალებს: „რა გავაკეთოთ ახალი წლისთვის?“
ტრადიციული ზეიმები, სადაც ბავშვები რიგში დგანან და ლექსებს ამბობენ, ხშირად მოსაწყენია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის. თანამედროვე ბავშვებს (განსაკუთრებით „ტიკ-ტოკის“ თაობას) სჭირდებათ დინამიკა, ჩართულობა და ემოცია.
SantaVisit.ge და Wonder Way Georgia (ჩვენი მშობელი კომპანია 13-წლიანი გამოცდილებით) გთავაზობთ 7 გამოცდილ იდეას, როგორ ვაქციოთ საკლასო ოთახი ჯადოსნურ სივრცედ.
1. საახალწლო „ქვესტი“ (Quest) — ლექსების ნაცვლად
იმის მაგივრად, რომ საჩუქრები პირდაპირ დაურიგოთ, დამალეთ ისინი! შეადგინეთ რუკა ან დატოვეთ მინიშნებები კლასში (მაგალითად: „შემდეგი მინიშნება დაფის უკან არის“). ბავშვები გუნდურად იმუშავებენ, გამოიცნობენ გამოცანებს და „განძს“ (საჩუქრებს) თავად იპოვიან. ეს მათ აზარტს და გუნდურობის შეგრძნებას მატებს.
2. „Secret Santa“ (საიდუმლო სანტა)
ეს კლასიკაა, მაგრამ ყოველთვის მუშაობს. წესები მარტივია: ყველა ბავშვი ყუთიდან იღებს ფურცელს თანაკლასელის სახელით და ხდება მისი „საიდუმლო სანტა“. რჩევა: დააწესეთ თანხის ლიმიტი (მაგ: 15-20 ლარი), რათა არავინ იგრძნოს თავი უხერხულად. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალს კი ჩვენი სანტა დაეხმარება, რომელიც გამოიცნობს, ვის ვისგან ერგო საჩუქარი.
3. თემატური დრეს-კოდი: „Boring Uniforms Off“
ერთ დღეს ბავშვებს მიეცით უფლება, მოვიდნენ არა სასკოლო ფორმით, არამედ საახალწლო პიჟამებით, უცნაური (Ugly Sweaters) ან საყვარელი პერსონაჟის კოსტიუმებით. ეს განწყობას მომენტალურად ცვლის და ფოტოებიც ბევრად ფერადი გამოდის. ან შეგიძლია ყველა ბავშს მსგავსი ფორმის ელფის კოსტუმები უქირაოთ.
4. პროფესიონალი სანტას ვიზიტი — შოუ და არა უბრალოდ „სტუმარი“
ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა სანტა მოდის მხოლოდ საჩუქრების დასარიგებლად და მიდის. ბავშვებს სჭირდებათ ინტერაქცია! SantaVisit.ge-ს მსახიობები გვთავაზობენ არა უბრალოდ ვიზიტს, არამედ მინი-შოუს:
- მუსიკალური თამაშები და ცეკვები.
- სახალისო ვიქტორინები (TikTok ტრენდებზეც კი!).
- ენერგიული წამყვანები (სანტა და ელფი).
ჩვენი 13-წლიანი გამოცდილება (Wonder Way Georgia) გარანტიაა, რომ პროგრამა იქნება ასაკზე მორგებული და არა „ბაღის დონის“.
5. კლასის „Tik-Tok ზონა“
გამოყავით კლასის ერთი კუთხე, მორთეთ წვიმებით, განათებებით და სასაცილო აქსესუარებით (დიდი სათვალეები, სანტას ქუდები). მიეცით ბავშვებს საშუალება, გადაიღონ ვიდეოები და ფოტოები. ეს მათთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სუფრა.
6. „დროის კაფსულა“
ეს ძალიან ემოციური აქტივობაა. დაურიგეთ ბავშვებს ფურცლები, სადაც დაწერენ: „რაზე ვოცნებობ მომავალ წელს“ ან „ვინ მინდა გამოვიდე“. ჩაყარეთ ეს ფურცლები ლამაზ ყუთში და შეინახეთ მე-12 კლასამდე ან მომავალ წლამდე.
7. ხელნაკეთი სათამაშოების მასტერკლასი
მოიწვიეთ ელფი (ან თავად მოამზადეთ მასალები), რათა ბავშვებმა თავად შექმნან ნაძვის ხის სათამაშო. ეს შეიძლება იყოს უბრალო გირჩების მოხატვა ან ხის სათამაშოების გაფერადება. ბავშვები თავიანთ ნამუშევარს სახლში წაიღებენ, რაც საუკეთესო მოსაგონარია.
როგორ დავგეგმოთ ეს ყველაფერი?
ნუ ეცდებით ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთებას – ეს დამღლელია. ანდეთ მთავარი როლი პროფესიონალებს.
SantaVisit.ge დაგეხმარებათ, რომ ზეიმის კულმინაცია – სანტას ვიზიტი – იყოს იდეალური. ჩვენი ენერგიული მსახიობები უზრუნველყოფენ, რომ თქვენი დაგეგმილი აქტივობები (იქნება ეს Secret Santa თუ ფოტოსესია) წარიმართოს ორგანიზებულად და მხიარულად.
ნახეთ სანტას გამოძახების პაკეტები სკოლებისთვის [დააკლიკეთ]
დაგვიკავშირდით: 574 88 88 47
