სანტას ვიზიტი სახლში

ბავშვები ხშირად ვერ იმახსოვრებენ, რა აჩუქეთ…
მაგრამ არასდროს ავიწყდებათ, როგორ აგრძნობინეთ თავი.
სანტას ვიზიტი არის პატარა სასწაული – თბილი, ნაზი და გულწრფელი ემოცია, რომლის მოგონებაც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

ჩვენი სანტა და ელფები მოდიან თქვენს სახლში, რათა ბავშვებისთვის შექმნან მშვიდი, საოცრად ჯადოსნური და სიხარულით სავსე შეხვედრა.

სანტას ვიზიტი დაგეგმილია ისე, რომ ბავშვმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს

🎄 სამი პაკეტი — სამი განსხვავებული გამოცდილება

ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია სამი განსხვავებული პროგრამით,
რომლებიც ერთი მიზნისთვის არის შექმნილი —
დატოვოს თქვენს ოჯახში დაუვიწყარი გამოცდილება.

რომელი პაკეტი შეგეფერებათ?

🎁 Standart — თბილი და კლასიკური ვიზიტი

ოჯახებისთვის, ვისაც სურს მშვიდი, ემოციური და ხშირ შემთხვევაში ბავშვის პირველი სანტას გამოცდილება. სანტა მიმართავს ბავშვს სახელით, უყვება პატარა ზღაპარს, გადასცემს საჩუქარს და ქმნის იმ თბილ ატმოსფეროს, რომელიც შობის ნამდვილ ხასიათს აძლევს.
იდეალური არჩევანია მცირე ასაკის ბავშვებისთვის.

⭐ Premium — ყველაზე პოპულარული, აქტიური და სანახაობიანი პაკეტი

Premium პაკეტი ქმნის უფრო ენერგიულ, შოუს მსგავს გარემოს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ უყურებენ, არამედ აქტიურად ერთვებიან პროცესში. PREMIUM ყველაზე ხშირად არჩეული ვარიანტია.

Magic — არა უბრალოდ ვიზიტი, არამედ მთელი საახალწლო ისტორია
ორი ეტაპის მეშვეობით ბავშვი გადადის მოლოდინიდან დიდ ემოციამდე — და მთელი პერიოდი იმ განცდით ცხოვრობს, რომ თოვლის ბაბუა მისთვის ემზადება.

📌 შემდეგი ნაბიჯი
ქვემოთ ნახავთ ყველაზე ხშირ კითხვებს — როგორ მიმდინარეობს ვიზიტი, რამდენ ხანს გრძელდება, რა შედის თითოეულ პაკეტში და რა უნდა იცოდეთ წინასწარ.


გადადით და გაეცანით დეტალებს, რათა აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო პაკეტი. აირჩიეთ პაკეტი და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ სანტას ვიზიტი თქვენს სახლში საუკეთესო მოგონებად დარჩეს.

🎁 Standart პაკეტი არის თბილი და კლასიკური ვიზიტი, სადაც თოვლის ბაბუა და ელფი თქვენს ბავშვთან ერთად ქმნიან მშვიდ, კეთილ და ძალიან ემოციურ შეხვედრას.

პაკეტი მოიცავს:
✔ თოვლის ბაბუისა და ელფის ვიზიტს
✔ საჩუქრის გადაცემას
✔ ფოტოსესიას
✔ პერსონალურ, ბავშვის სახელით მოყოლილ ზღაპარს
✔ სპეციალურ სერთიფიკატს

ფასი: 190 ლარიდან

 *ღირებულება30–31 დეკემბერს 15:00 საათიდან იზრდება მაღალი დატვირთვის გამო.

⭐ Premium პაკეტი იდეალურია ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო დინამიკური, სანახაობრივი და ემოციურად მრავალფეროვანი შეხვედრა — ყველა იმ ელემენტით, რაც ბავშვს დიდხანს ახსოვს.

პაკეტი მოიცავს:
✔ თოვლის ბაბუისა და ელფის ვიზიტს
✔ საჩუქრის გადაცემას
✔ ფოტოსესიას
✔ პერსონალურ, ბავშვის სახელით მოყოლილ ზღაპარს
✔ სპეციალურ სერთიფიკატს
მუსიკალურ გაფორმებას
ელფის ცეკვას / პატარა მინი-შოუს
გმირს | მასკოტს
თოვლის ბაბუას პერსონალურ წერილს

ფასი: 290 ლარიდან

*ღირებულება 30–31 დეკემბერს 15:00 საათიდან იზრდება მაღალი დატვირთვის გამო.

✨ Magic მათთვისაა, ვისაც სურს, რომ ბავშვმა არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ მთელი საახალწლო პერიოდი პატარა სასწაულის მოლოდინით გაატაროს.

✨ Magic პაკეტი შედგება ორი ჯადოსნური ეტაპისგან:

1. პირველი ეტაპი — ელფის სტუმრობა
პირველ ეტაპზე ოჯახს სტუმრობს ელფი – თოვლის ბაბუას ნამდვილი ლაპლანდიელი დამხმარე.
ელფი ბავშვთან ერთად ამზადებს თოვლის ბაბუას წერილს:
👉 ათავსებს მას სპეციალურ კონვერტში,
👉 ადებს სანტას ჯადოსნურ ბეჭედს,
👉 ბავში წერილს აგდებს სანტას სპეციალურ წერილების ყუთში,
რომელიც ელფებს პირდაპირ სამხრეთ პოლუსისკენ მიაქვთ.

🟩 2. მეორე ეტაპი — სანტას ვიზიტი
ამის შემდეგ იწყება დიდი მოლოდინი…
და ერთ მშვენიერ დღეს,
🎅 თოვლის ბაბუა,
🧝 ელფები და
გმირი | მასკოტი
ამ წერილით უკან ბრუნდებიან, რათა შექმნან კულმინაციური, ემოციური და დაუვიწყარი შეხვედრა.

✔ თოვლის ბაბუისა და ელფების ვიზიტს
✔ საჩუქრების გადაცემას
✔ ფოტოსესიას
✔ პერსონალურ ზღაპარს
✔ სპეციალურ სერთიფიკატს
✔ მუსიკალურ გაფორმებას
✔ ელფის ცეკვას / მინი-შოუს
✔ გმირს | მასკოტს
✔ თოვლის ბაბუას პერსონალურ წერილს
ელფის წინასწარ ვიზიტს და წერილის ჯადოსნურ რიტუალს
სანტას + ელფების + გმირის ერთობლივ ვიზიტს
3 პოლაროიდის სამახსოვრო ფოტოს
GIFT BOX-ს
ელფების თამაშები II

ფასი: 490 ლარიდან

ფასი 30–31 დეკემბერს 15:00 საათიდან იზრდება მაღალი დატვირთვის გამო.

ჯავშნა მარტივია — შესაძლებელია 3 გზით:

  1. 📱 WhatsApp წერილი

  2. 📞 ტელეფონით დარეკვა

  3. 📝 ონლაინ ფორმის შევსება საიტზე

ჯავშნის შემდეგ:

  • მიიღებთ დადასტურებას და თქვენს სასურველ დროის შუალედს.

  • გამოგიგზავნით ბავშვის პროფილის ფორმას (სახელი, ასაკი, სურვილები, საჩუქრები, მნიშვნელოვანი დეტალები).

  • ღონისძიების დღეს ჩვენი გუნდი წინასწარ დაგირეკავთ მოსვლის წინ.

  • სანტა+ელფები ზუსტად პროგრამის მიხედვით ჩაგიტარებენ შეხვედრას.

👉 მთელი პროცესი ავტომატიზებულია, სწრაფი და ძალიან მოსახერხებელი მშობლებისთვის.

სანტას ვიზიტი დაგეგმილია დროის შუალედით, მაგალითად: 13:00–14:00.
ეს ნიშნავს, რომ სანტა თქვენს მისამართზე ამ ერთსაათიანი ფანჯარის დროს მოვა.

👉 ძალიან მნიშვნელოვანია:

  • გქონდეთ ტელეფონი ხელმისაწვდომი — ჩვენი მენეჯერი ან სანტა დაგიკავშირდებათ მოსვლის წინ.

  • ბავშვები არ უნდა ხედავდნენ, როგორ მოდის სანტა -ემოცია უფრო ძლიერი იქნება თუ ამას შევძლებთ.

  • სახლში იყოს თბილი, მშვიდი და პოზიტიური განწყობა; ეს შეხვედრის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.

სანტასთან კომუნიკაციაში ყოფნა საჭიროა, რათა სიურპრიზი ზუსტად შედგეს და მომენტი მაქსიმალურად ჯადოსნური გამოვიდეს.

სანტას ვიზიტი ყოველთვის ორმხრივი პროცესია –
ნახევარი ჯადოსნობა სანტაზეა დამოკიდებული, მეორე ნახევარი კი ოჯახის სწორ მზადებაზე.

აი რას გირჩევთ, რომ შეხვედრა განსაკუთრებული გამოვიდეს:

   ➤ შეავსეთ „ბავშვის პროფილის ფორმა“
ეს საშუალებას აძლევს თოვლის ბაბუას ბავშვს სახელით, ინტერესებით და მისთვის ნაცნობი დეტალებით მიმართოს.

   ➤ მოამზადეთ პატარა სადღესასწაულო კუთხე
ლამაზი სივრცე ემოციას აძლიერებს და ფოტოსესიასაც ბევრად უკეთესს ხდის.

   ➤ საჩუქრები წინასწარ დამალეთ და ჩუმად მიაწოდეთ სანტას შემოსვლამდე
საჩუქრის გადაცემის მომენტი ბუნებრივი და ჯადოსნური უნდა იყოს.

   ➤ ბავშვი მსუბუქად მოამზადეთ სტუმრობისთვის
უთხარით, რომ დღეს განსაკუთრებული სტუმარი მოდის, მაგრამ ზედმეტ დეტალებს ნუ გაანდობთ –
მოულოდნელობის ეფექტი შევინარჩუნოთ.

Magic პაკეტის შემთხვევაში, ელფის წინასწარ ვიზიტამდე დაგიკავშირდებით სხვადასხვა ორგანიზაციული დეტალებისთვის.

სკოლებისა და ბაღებისთვის

კორპორატიული საახალწლო პროგრამა

საახალწლო დაბადების დღის შოუ